დღეს, ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს აქციის მონაწილემ ნაგავი გადააყარა თავზე.
პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში, ფეისბუქზე ეხმაურება.
“ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება,“ – წერს ფეისბუქზე სალომე სამადაშვილი.