დღეს, ქალაქ ბათუმში გამართულ აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
“გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას.
პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“ _ წერს ფეისბუქზე ნინო ლომჯარია.