სტრასბურგში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 10 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ 10-ში დილით ჩვენი ჯარისკაცები იქ უკვე აღარ იყვნენ.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მაშინდელი მთავარსარდლის ამ ბრძანების დედანი არ შეინახეს, ამიტომ მოიპოვეს დოკუმენტის ასლი, რომელიც ინახებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„10 აგვისტოს დილით ჯარი რა თქმა უნდა დაემორჩილა მთავარსარდალს. მთავარსარდლის ეს ბრძანება, დედანი არ შეინახეს, ალბათ ასე მოაწერა ხელი, თან არ ვიცი რაზე ფიქრობდა და მერე სადღაც გაიბნა თუ დაიკარგა. ეს ხომ არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა – რატომ? იმიტომ რომ ისინი ზედაპირულები იყვნენ და არა ის კორიფეები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, ამიტომ ჩვენ მოგვიწია, იმიტომ რომ სააკაშვილის ეს ბრძანება იყო ძალიან დიდი მტკიცებულება ჩემთვის, იმისათვის რომ რუსეთი რომელიც ამტკიცებდა, რომ შენ 10-ში კი არ შეწყვიტე ომი, არამედ შენ ომობდი 11-შიც, 12-შიც, ისკანდერი კი არ ჩამოვაგდე, მაგრამ გორში იმიტომ ვიყავი რომ შენ შენივე მოსახლეობას ებრძოდი და მე ვიცავდი, ამ დონის ცინიზმამდე ვიყავით, რომ რუსეთი გვიმტკიცებდა, რომ თქვენს მოსახლეობას მე ვიცავდი თქვენგანო.
სტრასბურგშიც იმეორებდა და ეს გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი აცხადებს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომ ქართველ სამოქალაქო პირებს მე ვიცავდიო, კი არ ვაწამებდიო. ამიტომ გვჭირდებოდა მთავარსარდლის ეს ბრძანება, რომ დოკუმენტურად დაგვემტკიცებინა, რომ 10-ში დილით ჩვენი ჯარისკაცები იქ უკვე აღარ იყვნენ. დედანს რომ ვეძებდით, ვწვალობდით, ამას სხვა სიტყვა არ ქვია, სააკაშვილს კი არ ვიცავდით, ჩვენ ვიცავდით ჩვენი ჯარის სიმართლეს და ჩვენი ქვეყნის ღირსებას, მაგრამ მათ რაკი თვითონ არ აქვთ არანაირი ღირსება, თორემ როგორ შეიძლება, აღმაშენებლის ქვეყანაში, იმ ქალების და კაცების ქვეყანაში, რომლებსაც არაფრის არ ეშინოდათ მტერი რომ შემოდიოდა, თვითმფრინავის ხმაზე ძირს ფორთხვა დაიწყო. ჩვენ ეს სირცხვილი მან ხომ გვაჭამა და მართლა გვაჭამა ეს სირცხვილი.
როდესაც ჰალსტუხს გააქანებ პირისკენ და შემდეგ კიევში დაჯდები და ჭკუას გვასწავლი, ელემენტარულად, ეს ცოტა არ იყოს, უხერხულია. ამიტომ ჩვენ მოვიპოვეთ ეს დოკუმენტი ოღონდ ასლი, რომელიც ინახებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ასლი თქვენ იცით არ არის მტკიცებულება და ჩვენ ასე ვთქვათ გამოვიყენეთ, საქმეს რომ აწარმოებ ყველა ხერხს მიმართავ, ამას ქვია საქმის დაცვის სტრატეგია და ტაქტიკა და ეს ასლი და პლიუს თვითონ სააკაშვილის ბრძანება. ალასანია იყენებდა ჩურკინთან პაექრობაში გაეროში და ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან დავდეთ და ვთქვით, რომ ეს ასლი კი არის, მაგრამ ნამდვილად არსებობდა და ელჩი ალასანიას ვიდეო წარვადგინეთ, რომელიც ჩურკინს ამ ბრძანებას საყვედურობს და ეუბნება, რომ ჩვენ აღარ ვომობთ და რატომ აგრძლებ თავდასხმას, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი მტკიცებულების ისტორია, ასე იყო თითოეულ მტკიცებულებაზე“, _ იხსენებს თეა წულუკიანი.
რაც შეეხება ისკანდერის თემას, წულუკიანის თქმით, ისკანდერი, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო 12-ში გაიტანეს ქვეყნიდან.
„თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ბრჭყალებში კორიფეები – დიდი ბურჯალიანები, დიდი გვარამიები და ასე შემდეგ, აგვისტოს ომი დასრულდა და ეს ისკანდერი, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო 12-ში გაიტანეს ქვეყნიდან. არც მიღება–ჩაბარების აქტი გაფორმდა, არც ის გაფორმდა, რომ ერთი ნაწილი გავიდა ქვეყნიდან და დანარჩენი რაც დარჩა აფეთქებული ჭურვის ნამსხვრევები სად შეინახეს. როცა კორიფე იურისტი ხარ, ელემენტარული თემაა, რომ ეს ნამსხვრევები ამოიღო, დაალაგო და შეინახო, ეს არაფერი გაკეთებული არ იყო. პროკურატურასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყვნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდა ინსტიტუციური მეხსიერება ჩვენ მივმართავდით ყოფილ თანამშრომლებსაც, იმიტომ რომ ყოფილი თანამშრომლები იყვნენ სამშობლოს საჯარო მოხელეები, უბრალოდ ეხლა სხვაგან არიან, ისინიც კი გვეხმარებოდნენ და როგორღაც ერთ მშვენიერ დღეს გათენდა ბედნიერი დღე და გვითხრეს, რომ მე მგონი ისკანდერის ნამსხვრევები, რაც საქართველოში შემორჩა, რომელიღაც ანგარში დაყარეს ესე უპატრონოდ.
აი, იმ კორიფეებმა რომელიც სააკაშვილი კიევიდან ენაწყლიანობდა და გუშინ გვარამია ნახევრად ფხიზელ მდგომარეობაში. მათ სწორედ ეს ისკანდერები ასე დაყარეს, მაგრამ გარბოდნენ და დაყრიდნენ, აბა, რას იზამდნენ? მართლაც აღმოჩნდა, რომ ეს ისკანდერის ის ნამტვრევებია და ამით დავიწყეთ ჩვენ რუსეთის ცინიზმის გაბათილება სტრასბურგში, რომელიც ჩვენს მხარეს, იუსტიციის სამინისტროს, ასე ვიტყვი ნუ ეწყინებათ გოგო–ბიჭებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ამ საქმეს იქ იცავდნენ ეუბნებოდნენ, რომ ეს რაც თქვენ გაქვთ ეს ფოტოშოფია, ჩვენ ჰოლანდიელი ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზეც ვაპელირებდით და გვქონდა ჰოლანდიური დოკუმენტებიც, ისინი ამბობდნენ რომ ეს ყველაფერი თქვენ შეთანხმდით და ფოტოშოფია, დამონტაჟებულია _ ამას სჭირდებოდა გაბათილება, რა არ უნდა აბსურდულადაც ჟღერდეს, მაგრამ სჭირდებოდა გაბათილება“, _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, საომარი მოქმედებები დასრულებული იყო, ამიტომ იყო სააკაშვილი ბრძანება 10 აგვისტოს გამომყავს ჯარი და შემდეგ ეს ისკანდერი, ეს იყო ჩვეულებრივი გამოცდა.
„ამის შემდეგ ვეძებთ უკვე ისკანდერის იმ ნაწილს, რომელზეც სერია უნდა იყოს. დავით ბაქრაძეს ჩვენ ელჩს ეკუთვნის ამერიკის შეერთებულ შტატებში და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდი მადლობა ასევე, რომლებიც დაგვეხმარნენ მოლაპარაკების წარმოებაში და ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ხელშეწყობით მოვიძიეთ და დავაბრუნეთ ეს 800 კგ ტვირთი საქართველოში. ამით დაინგრა მთლიანად რუსეთის ეს ნარატივი, რომ ისკანდერი გორში არ ჩამოვარდნილა და იმ ნოტაში, რომელიც მოყვა ამ ჭურვს თან იმიტომ, რომ უკან დაბრუნებისას, რა თქმა უნდა, ჩვენ მიღება–ჩაბარება გავაფორმეთ, იქ წერია, რომ ეს არის ტვირთი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს გავიდა ქვეყნიდან, ამიტომ იმას ვერ იტყვიან, რომ გვქონდა და ვმალავდით. შესაბამისად დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ქვეყნისთვის იყო სამარცხვინოდ ნაწარმოები.
ჩვენი მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის სიმართლის და ჩვენი ჯარის სიმართლის მტკიცება სტრასბურგში და ეს ჯარისკაცებმა ძალიან კარგად იციან, ოფიცრებმა ყველამ, რაც არ უნდა იყოს მათი ჩინი, რომ ჩვენ ვიბრძოდით მათი სიმართლის სამტკიცებლად და იმის საჩვენებლად, რომ დიახ სოფრომაძე აწამეს და მოკლეს, ანწუხელიძე აწამეს და მოკლეს სწორედ რუსებმა და არა ასე ვთქვათ ვიღაც წარმონაქმნებმა თვითაღიარებულმა და ხუბულური, რომელსაც უძახეს მოღალატე ხარო, სამაგალითოდ დასაჯეს და წაართვეს სიცოცხლე და არაერთი სამხედრო ტყვე, რომელიც აწამეს იმ 33 მოწმეს შორის იყო რომელიც ჩავიდა და სტრასბურგში მოსამართლეებს აძლევდა ჩვენებას“, _ განაცხადა თეა წულუკიანმა.