ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან გურიაში 9 დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებიდან კი თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 121 , ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი -23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.