ხობში, სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით “გურია ნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც სამი ადამიანი იჯდა, სენაკიდან მოდიოდა.
როგორც „გურია ნიუსს“ წყარომ უთხრა, ისინი დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ჭალადიდში ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.
“დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ. ცოლი ადგილზე დაიღუპა, ქმარი კი ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის. ასევე, დაშავებულია კიდევ ერთი მგზავრი“, _ ამბობს წყარო.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ავარიის გამომწვევი, მიზეზი.