დღეს პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატმა თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს მიმართა.
“ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა, თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ – 577 * * ** და იქნებ მოინიშნოთ, ხალხმაც რომ იცოდეს, ოღონდ ეს ჩემი ნომერი არაა, ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე _ რასაც ის გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში.“
წულუკიანის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა არაერთი კომენტარი. ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქზე წერს:
“რა არ მინახავს ამ ქვეყნად, მაგრამ დეპუტატს, თანაც იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თანაც სტრასბურგში ნამუშევარს, ასე სახალხოდ გაებედოს ადამიანთან შეუთანხმებლად მისი ტელეფონის ნომრის გამოცხადება, თანაც პოლიტიკური ოპონენტის-პირველად ვნახე. ანუ,ვისაც არ გევასებათ გვარამია,დაურეკეთ და აგინეთო რა ….აი, ასე ახალისებენ აგრესიას და ადამიანის განადგურების კამპანიას ამ ქვეყანაში, ბოლომდე ვერ ვიჯერებდი,რომ ეს გაბედა. საუკეთესო მაგალითი აჩვენა დღეს წულუკიანმა, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი,რაც არ უნდა მიუღებელი იყოს შენთვის პოლიტიკური ოპონენტი,ტელეფონის ნომერი გამოუცხადო და მიუსიო შენი მხარდამჭერები,არის ღიად ჩადენილი დანაშაული,ადამიანის უფლებებზე თავზე გადავლით.“ – წერს ინგა გრიგოლია.