2020 წელს გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევის 102 შემთხვევა მოხდა, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, მომხდარი სამსაგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 13 და დაშავდა 142 ადამიანი.
რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს, სსკ–ის 276-ე მუხლის მიხედვით 2019 წელს გურიაში 114 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 17 ადამიანი და დაშავდა 221.
საქართველოს მასშტაბით, 2020 წელს ჯამში 4 999 საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 450 ადამიანი, დაშავდა 6 640 პირი