ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის წინ,როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ლურჯი ფერის „ნივა“ უცებ დაიწვა.
_„ზამეკანიამ“ დაფერფლა მანქანა. ერთ-ერთი სასულიერო პირის კუთვნილი „ნივა“ იყო. საბარგულშიც ჰქონია ჭურჭლით ბენზინი ჩადგმული. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. უცებ „აორთქლდა“, – გვითხრეს თვითმხილველებმა.
მათ ასევე გვითხრეს, რომ ადგილზე მოსული იყვნენ სამაშველო სამსახურის და პოლიციის წარმომადგენლები.
როგორც გაირკვა, ცეცხლი სადენების არასწორმა შეხებამ გააჩინა.
„გურია ნიუსი“ შსს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
_გავარკვევთ და მალე დაგირეკავთ, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
შემთხვევა ოზურგეთში გუშინ მოხდა.