გურიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, თუმცა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი დაბალია.
გასული 24 საათის განმავლობაში ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 1 შემთხვევა დადასტურდა.
როგორც ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა გვითხრა, ინფიცირებული დადასტურებული კონტაქტის კონტაქტია. მას ინფიცირება ოჯახის წევრისგან გადაედო.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 1484 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1392, გარდაცვლილია 15 ადამიანი.
გასული 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 3 შემთხვევა გამოვლინდა ჩოხატაურში.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირისი ხევში მცხოვრებ ერთი ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ.
სულ ჩოხატაურში დადასტურებულია ინფიცირების ჩოხატაურში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 966 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 936-ზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 12.
რაც შეეხება ოზურგეთს, ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 23 შემთხვევა გამოვლინდა.
სულ დადასტურებულია 2790 ინფიცირების შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2621 ადამიანი, გარდაცვლილია 24.