საქართველოს სუპერთასის ჩატარების დრო და ადგილი ცნობილია.
„საქართველოს სუპერთასის შეხვედრას 21 თებერვალს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. 2021 წლის სეზონის პირველი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი, თბილისის “დინამო” და თასის მფლობელი, “გაგრა” შეხვდებიან.