ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის დირექტრომა თანამდებოდა დატოვა. ინფორმაცის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” თავად ნონა თოდუას დაუკშირდა.
“უფ, კარგით, რაა?!-ასე უპასუხა თოდუამ სააგენტოს და ტელეფონი გამორთო. ინფორმაციას რესურცენტრის დირექტორი არ ადასტურებს.
ლია ჯალაღონიას თქმით, თოდუას სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით არ მიუმართავს.
ცნობისთვის, ჩხოროწყუში აქცის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ნონა თოდუას გადადგომა იყო. ამ დრომდე რჩება უცვლელად დანარჩენი მოთხოვნები, მათ შორის, მერის, დავით გოგოუას გადადგომა
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს, რასაც პროტესტი მოჰყვა.