აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის პროცესი შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ტოდ უოლტერსმა განაცხადა. ინფორმაციას stripes ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ამერიკელი გენერლის თქმით, გერმანიიდან წინა ადმინისტრაციის დროს დაგეგმილი ჯარისკაცების გაყვანა დროებით შეჩერდა.
როგორც ტოდ უოლტერსმა აღნიშნა, ამჟამად აშშ-ის თავდაცვის მდივანი წინა ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის პროცესშია.
„ახალმა ადმინისტრაციამ შეგვატყობინა, რომ საჭიროა აღნიშნული პროცესის ყოვლისმომცველი შესწავლა. ყველა ვარიანტი იქნება შესწავლილი“, – განაცხადა შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ხელმძღვანელმა
ცნობისთვის, 2020 წლის 29 ივლისს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა გერმანიიდან 12 000 ჯარისკაცის გაყვანა გამოაცხადა. მარკ ესპერმა აღნიშნა, რომ დაახლოებით 5 600 ამერიკელი სამხედრო იტალიასა და ბელგიაში იქნება დისლოცირებული.