„ამჯერად სააპელაციო მოვიგე“ -წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ლელა ჩახვაძე, რომელიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მონაწილებდა.
როგორც ლელა ჩახვაძე „გურია ნიუსს“ უთხრა, მას სასამართლო დავა ქონდა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან.
„აღნიშნულმა უწყებამ შრომითი საპატიოდ არ ჩამითვალა წინა საარჩევნო პერიოდში აღებული შვებულება, როგორც ფასიანი ისე უფასო, და შრომითი ხელშეკრულებაც შემიწყვიტა 2017 წლის 15 დეკემბერს. შვებულების განცხადება 2017 წლის ოთხ სექტემბერს დავწერე, რაზეც დიდი ამბები იყო, უწყებათა შორის კომისიამაც კი განიხილა უნდა დაეკმაყოფილებინათ თუ არა ჩემი განცხადება და მიუხედავად ამისა ორი თვის შემდეგ, ნოემბრში მაცნობეს, რომ თურმე არ იყო დაკმაყოფილებული. ფაქტი იყო რომ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება უნდოდათ დამცდელობების შემდეგ სხვა მიზეზი რომ ვერ მონახეს ეს საბაბი დაუდეს.
სასამართლოს სარცელით 2018 წლის იანვარში მივმართე, პირველი ინსტანცია მოვიგე, გააუქმეს ბრძანება გათავისუფლებაზე და სურსათის ეროვნულ სააგენტოს ფულადი კომპენსაცია დააკისრეს. სამსახურმა სააპელაციოში გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება. სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა. სააპელაციომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და უარი უთხრა სურსათის ეროვნულ სააგენტოს სარცელის დაკმაყოფილებაზე“- გვითხრა ლელა ჩახვაძემ, რომელიც არ გამორიცხავს, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არ დააკმაყოფილოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დავამ შემდგომ ინსტანციაში გადაინაცვლოს.