მიიღე, როგორც მოცემულობა, რომ დაშორდით – ურთიერთობა დამთავრდა. დროა, წინ წახვიდე. გატეხილი ჭიქის დაწებებას აზრი აღარ აქვს.
არ ადევნო მას თვალი სოციალურ ქსელებში.
თავიდან მოიშორე მისი ნივთები, რომლებიც მის თავს გაგახსენებს.
ნუ მისწერ, ნუ დაურეკავ – სასოწარკვეთილი მესიჯები არ იმუშავებს.
ალკოჰოლით ნუ გაერთობი – ნუ შეეცდები ბოთლის ფსკერზე ძველი სიყვარულის პოვნას.
დრო ატარე მეგობრებთან – ოღონდ ნუ დაიწყებ მოთქმას. იმის მოსმენა, თუ როგორ იტანჯები, არავის სიამოვნებს.