,,ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა”, _ ამის შესახებ პარტია ,,ლელოს” თავჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“ვაქცინის შემოტანა უნდა ყოფილიყო უმთავრესი პრიორიტეტი მაღალი ფასის მიუხედავად და უკვე უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი. მით უმეტეს, რომ მიღებული დახმარება და აღებული ვალები ბევრად აღემატება იმ თანხას, რისი გადახდაც სრული ვაქცინაციისთვის არის საჭირო.
ამით უფრო სწრაფად ავამუშავებდით ეკონომიკას, შევაჩერებდით ბიზნესების გაკოტრებას, ადამიანების უმუშევრად დატოვებას. გაცილებით სწრაფად გავხსნიდით ქვეყანას ტურიზმისა და ინვესტორებისთვის.
ასევე ვფიქრობ, სახელმწიფო ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად, ეს მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებდა.
სამწუხაროა, რომ ისევე, როგორც ბევრ სხვა საქმეში, საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაშიც მაჩანჩალაა!” , – წერს ხაზარაძე.