რადგან არის მოლაპარაკებები, მათ თავიანთი მოსაზრებები მოლაპარაკებების დროს უნდა თქვან, ცალსახად განცხადებების გაკეთება არაფრის მომცემია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ოპოზიციაზე საუბრის დროს განაცხადა.
„რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ამაზე ძალიან მარტივი პასუხია, რომელიც მანამდეც გავეცით – თუ დადასტურდება ერთი პროცენტით გადახრაც კი, ჩვენ მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ“, _ განაცხადა კახა კუჭავამ.