პატრიარქის მოწვევით, დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
მედიისთვის ამ დრომდე უცნობია, რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი. საპატრიარქო და მღვდელთმთავრებიც აცხადებენ, რომ ამ საკითხების ჩამონათვალი სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებისთვის დეტალურად გახდება ცნობილი. წმინდა სინოდი, ტრადიციულად, წელიწადში ორჯერ იკრიბება.
„წინასწარ არასოდესაა ცნობილი, რა საკითხები იქნება განხილული სინოდის სხდომაზე. ყველაფერი, რაზეც საუბრობენ, ვარაუდებია. მეც მაქვს ჩემი ვარაუდი, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა ვაქცინაციასთან დაკავშირებით იქნება. არ შეიძლება ვაქცინაციას მიეცეს ზნეობრივი შეფასება, რომ ვინც აიცრება ან არ აიცრება, რომელიმე მათგანი რამეში დამნაშავეა. ეს ადამიანის თავისუფალი არჩევანია“, – აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი.