ვერძი
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები სიმამაცით გამოირჩევიან და რისკზე წასვლას არ ერიდებიან. ასე რომ, თუ გაუვალ ტყეში იქნებით შესასვლელი საკვების მოსაპოვებლად, მარტო წასვლა არ მოგიწევთ. ვერძი ზურგს გაგიმაგრებთ. გარდა ამისა, თუ წამოაყენებთ იდეას, რომ პატარა ნავი ააშენოთ და კუნძული დატოვოთ, არც ამ აზრს შეეწინააღმდეგება. ჩათვლის, რომ ცდა ღირს, მაშინაც როცა შესაძლოა ფატალურად დასრულდეს!
კირჩხიბი
კირჩხიბი მოწოდებით შემგროვებელია, ასევე გამოირჩევა გამოზოგვის უნარით. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ძალიან მზრუნველი და ერთგულია. არავითარ შემთხვევაში დაგტოვებთ გასაჭირში, გაგინაწილებთ ყველაფერს, რაც ექნება, გამოზოგავს საჭმელ-სასმელს. შეიძლება გამოგადგეთ მისი ინტუიციაცა და კულინარიული ნიჭიც. გასათვალისწინებელია, რომ კირჩხიბი ფრთხილია, ამიტომ არაგონივრული რისკისგან დაზღვეული იქნებით.
ქალწული
უკაცრიელ კუნძულზეც კი ქალწული სრული სიმშვიდის შენარჩუნებას ახერხებს, რაც რაციონალურად მსჯელობაში ეხმარება. თუ დილემის წინაშე აღმოჩნდებით, ქალწული თქვენ მაგივრად მიიღებს გადაწყვეტილებას და, რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის ლოგიკურობა და ინტელექტი არა ერთხელ აგარიდებთ საფრთხეს.
მორიელი
თუ უკაცრიელ კუნძულზე მორიელთან ერთად აღმოჩნდით, ძალიან გაგიმართლათ. მორიელი არც კი შეგაწუხებთ ისე წავა სათევზაოდ, ნადავლს მოიტანს და გაგინაწილებთ. შესაძლოა ტყიდან მოკლული ნადირიც კი გამოათრიოს. ის იმორიგევებს ღამღამობით, რომ ძილი არაფერმა დაგიფრთხოთ ან მოულოდნელად გამოჩენილმა მხეცმა არ დაგგლიჯოთ. ასევე, ბევრი მორიელი ერკვევა სახალხო მედიცინაში, ამიტომ თუ რაიმე დაგემართებათ, ბალახბულახებით გიმკურნალებთ და გამოგაჯანმრთელებთ.
თხის რქა
ამ ნიშანს ოქროს ხელები, ნებისყოფა და მიზანსწრაფულობა აქვს. უხმოდ მიადგება ხეებს, მოიფიქრებს მისი მოჭრის საშუალებას, გამოთლის და ბუნგალოს ააშენებს, ასე რომ წვიმიან ამინდში ღია ცის ქვეშ არ დარჩებით. თხის რქა ძალიან გონიერია, ამიტომ არც თავს გაუჭირვებს და არც თქვენ გაგწირავთ.