მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი იუწყება, რომ გარდაიცვალა სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების საოპერაციოს უფროსი მედდა ირმა გოლიაძე.
ირმა გოლიაძე 1985 წლიდან მუშაობდა სამედიცინო სფეროში.
მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი დათო მდინარაძე იხსენებს, რომ ირმა იყო ის ადამიანი, ვისაც მრავალი წლის განმავლობაში არაერთი სიცოცხლის მოვლენაში მიუღია მონაწილეობა.
“ის იყო ადამიანი ვინც ჩემთან ერთად წლების მანძილზე საოპერაციო მაგიდასთან სიკვდილ-სიცოცხლეს ებრძოდა. მეამაყება რომ ის ჩემი მარჯვენა ხელი იყო და ჩემთან ერთად იდგა სიცოცხლის სადარაჯოზე. ის დღეს აღარ არის, ცუდია რომ ვეღარასოდეს დავდგებით ერთად საოპერაციო მაგიდასთან, მაგრამ შენი ლამაზი სული ყოველთვის ჩვენთან იქნება”, _ ამბობს მდინარაძე.
მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექცია და თანამშრომლები მწუხარებას გამოთქვამენ ირმა გოლიაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ გარდაცვლილის ოჯახს.
(R)