ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 535 ადამიანს დაუდასტურდა, 757 კი გამოჯანმრთელდა. შესაბამისი მონაცემები Stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 187 ტესტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.97%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 265 200 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 257 441, გარდაიცვალა 3 343 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.