“მე ეს ყველაფერი ნავალნისა და პუტინის ისტორიას მაგონებს, მე მგონია, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის ეს თვითმკვლეობა იქნება”, _ ასე ეხმაურება ლიტვის პარლამენტის წევრი, ზიგიმანტას პავილიონისი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.
“დასავლეთში, ევროპაში ჩვენ არ ვაპატიმრებთ ოპოზიციონერ ლიდერებს, მე ეს ყველაფერი ნავალნისა და პუტინის ისტორიას მაგონებს.
მე მგონია, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის ეს თვითმკველობა იქნება. თქვენი ევროპული მომავლისთვის ჩვენ ვიბძვით და არა მგონია ბევრი ასეთი მეგობარი გყავდეთ. ახლა მოდის ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელთანაც მე შეერთებული შტატების ელჩობის დროს დიდხანს ვმუშაობდი, ვიცი ეს ხალხი მათთვის მთავარია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ღირსება. თუკი ეს მთავრობა მართლაც ფიქრობს ევროკავშირის წევრობაზე და ჩვენ გვაქვს სიგნალები, რომ ეს შეიძლება ნატოს შემთხვევაში უფრო ადრეც მოხდეს. ამიტომ, არც კი იფიქროთ ასეთი ნაბიჯების გადადგმაზე. რუსეთი მუდმივად ცდილობდა ჩვენს დაყოფას, ახლაც რუსეთი ცდილობს თქვენს პროვოცირებს, მაგრამ იყავით ჭკვიანები“, _ ამბობს ზიგიმანტას პავილიონისი
მისივე თქმით, ახლა ერთადერთი გამოსავალი არის საქართველოში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.