გუდაუთაში, ოჩამჩირის ქუჩაზე, ერთ–ერთ კერძო სასტუმროში ხანძარი გაჩნდა _ სასტუმრო სრულად დაიწვა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარს ორი მოზარდი ემსხვერლა და რამდენიმე დაშავდა.
ხანძარი დაახლოებით, 18:00 საათზე გაჩნდა. მის გამომწვევ პირველად ვერსიად, ცენტრალური გათბობის ავზის აფეთქება სახელდება.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე, უცნობია.