ცოტა ხნის წინ, შვეიცარიაში მიიღეს ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც შვეიცარიული საათების მარკირება, ნიშნით „სვიდ მეიდ“, მალე ძალიან გამკაცრდება.
ეს პრობლემა გამოიწვია იმან, რომ მსოფლიო ბაზარი ყალბმა შვეიცარიულმა საათებმა წალეკა.
ასლებთან ბრძოლა უშედეგოა. ცნობილი ოსტატები და კომპანიები ახლა სულ სხვა პრობლემას ებრძვიან.
ბოლო დროს, შვეიცარიული საათების მწარმოებელი კომპანიები საათის დეტალებს მესამე განვითარების ქვეყნებს უკვეთენ ხოლმე.
ცნობილი ფაქტია, რომ ამით ისინი ფულს ზოგავენ. ექსპერტების აზრით, ეს მომენტი საათების ხარისხსა და პრესტიჟზე ძალიან ცუდად აისახება.
ასეთი საათების შეძენა კი არავისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ახალი მარკირების შემოღებით ბევრი კომპანია ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება.
ახლა იმისთვის, რომ შვეიცარიული საათი ერქვათ, საათი უნდა შეიცავდეს 80 პროცენტზე მეტ ისეთ დეტალს, რომელიც შვეიცარიელი ოსტატების გაკეთებული იქნება.
ამას გარდა, საათის შესაქმნელად 80 პროცენტზე მეტი ოპერაცია სწორედ შვეიცარიაში უნდა ჩატარდეს. მხოლოდ ამ პირობებში მას დაერქმევა შვეიცარიული.
მესაათები შეთანხმდნენ, რომ მთელი ეს პროცესი დაახლოებით 5-6 წელს წაიღებს.
აქამდე შვეიცარიული საათებისთვის დეტალებს არა მარტო მესამე რიგის ქვეყნებში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკაშიც ამზადებდნენ.