თუ მართლა შევარდნენ ოფისში, სადაც დღეს ახალი ეროვნული მოძრაობაა, „ქართული ოცნება“ გამოცხადდება სისხლიან რეჟიმად და აიკრძალება ისე, რომ საერთოდ ვეღარ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, დღეს “უფრო მეტი „ნაცი“ „ოცნებაშია“.
“2021 წლის ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლის გამოცხადება კი, სხვა არაფერია, თუ არა ქარის წისქვილებთან ბრძოლა, რადგან ჯერ ერთი, ეს აღარ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე, ღარიბაშვილს, მგონი, წარმოდგენა არ აქვს, ვის ესაუბრება პარლამენტში. დღეს უფრო მეტი „ნაცი“ „ოცნებაშია“ და იმიტომ და თან, მათი უმრავლესობა არის ხალხი, ვისაც „ოცნება“ 2012 წელს ებრძოდა, _ განაცხადა ჭიჭინაძემ.