ამ დროისთვის ძლიერი ქარია საქართველოს დედაქალაქში.
როგორც „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა ძლიერი ქარი თბილისში ღამით შეწყდება.
„ძლიერი ქარი დედაქალაქში შენარჩუნდება ღამის საათების ჩათვლით. დაახლოებით 12 საათის შემდეგ შესუსტდება ძალა და ღამით ჩადგება. დილას ქარი არ იქნება. ქალაქში დაბალი სიჩქარის ქარი ქრის, ვიდრე გარეუბნებში. ქარის სიჩქარე დროგამოშვებით 18-25 მმ/წმ-ია“,_ გვითხრა გვაზავამ.
გვაზავას თქმითვე, თბილისში ხვალ დილას მოიღრუბლება და თოვლჭყაპია მოსალოდნელი.