მწერალმა დათო ტურაშვილმა საქართველოში “ქართული ოცნების” მიერ, გავრილოვის ჩამოყვანასა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმაზე “ღამის მთავარში” ისაუბრა.
როგორც ტურაშვილმა აღნიშნა, მან მოისმინა მამუკა მდინარაძის განცხადება გავრილოვის ცამოყვანის შესახებ.
“მდინარაძის განცხადება ჩემი ყურით მოვისმინე, მეთქი ხო არ მეჩვენება?! დიდი შეცდომა დავუშვით, რო ჩამოვიყვანეთ გავრილოვიო. თქვენ თუ ჩამოიყვანეთ, ჩვენ რას დაგვსდევთ და ჩვენ რას გვერჩით?
ის ტექსტიც მაქ წაკითხული – ფიანდაზი დავუგოთო- გავრილოვს, დამპყრობელს, ფიანდაზი დავუგოთ დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის კიბეზეო და ფიანდაზი ხო დაუგეს და მერე სავარძელი დაუთმეს და მერე ჩვენ დაგვსდევენ. ეს ხომ აბსურდია?” _ თქვა ტურაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.