“ფეხზე დადგა სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა იმ შტურმის შემდეგ, რომელიც ორი დღის წინ ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ოფისზე განახორციელა”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება, განცხადებების შემდეგი ნაბიჯი სანქციები იქნება.
„იმ განცხადებების ფონზე, რაც ჩვენ გვესმის ბოლო ორი დღის განმავლობაში, ნამდვილად ყველაფერია მოსალოდნელი. მართლაც ფეხზე დადგა სრულიდ საერთაშორისო თანამეგობრობა, იმ შტურმის შემდეგ, რომელიც ორი დღის წინ ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ოფისზე განახორციელა. ასეთი რამ არ რჩება რეაგირების გარეშე და განცხადებები სწორედ იმას მოწმობს, რომ თუ არ მოეგება გონს, შემდეგი ნაბიჯები იქნება სანქციები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.