გურიაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი ოზურგეთში დადასტურდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსზე 214 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფიცირების 14 შემთხვევაა დადასტურდა.
რაც შეეხება ჩოხატაურს, კორონავირუსით ინფიცირების 5 შემთხვევა დაფიქსირდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ჯვარცხმასა და გუთურში გამოვლინდა.
რაც შეეხება ლანჩხუთს, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 56 ტესტი გაკეთდა, საიდანაც ინფიცირების 1 შემთხვევა დადასტურდა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო მენაღარიშვილი ამბობს, ეპიდვითარება ლანჩხუთში ცვალებადია.
„გუშინწინ გვქონდა ინფიცირების 13 შემთხვევა, გუშინ 1 დაფიქსირდა. ვნახოთ როგორი ვითარება იქნება მომდევნო დღეებში. ინფიცირების შემთხვევებმა ჯერ იკლო, შემდეგ ცოტა მოიმატა, ახლა ისევ კლების ტენდენციაა“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.