ღამით საქართველოში ყინვა დაფიქსირდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მაქსიმალური ყინვა დაფიქსირდა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში.
„ცივი ჰაერის მასები შემოვიდა ამიერკავკასიის ჩრდილოაღმოსავლეთ და ჩრდილოდასავლეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე. დასავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე დაბლობ რაიონებში იყო წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. დღის მეორე ნახევარში თოვლს ყინვა ერთვოდა და პრობლემები შექმნა გზებზე.
მაქსიმალური ყინვა დაფიქსირდა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. კახეთის რეგიონში 7 გრადუსი. თბილისში -5 გრადუსი იყო და შემოგარენში 1 გრადუსით მეტი, -6 გრადუსი. შიდა ქართლშიც -5 გრადუსი, მაღალ მთიან რაიონებში წალკაში -13 გრადუსი, გუდაური-კობის ტერიტორიაზე -18 გრადუსამდე ყინვა დაფიქსირდა ჯვრის უღელტეხილის ჩათვლით. შერბილებული ყინვა ამაღამაც შენარჩუნდება. ნალექი მოსალოდნელია როგორც მთლიან საქართველოში. დაბლობში იწვიმებს, მთასა და მაღალ მთაში მოთოვს. ამ საღამოს მცირე თოვაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში“,_ გვითხრა გვაზავამ.