გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ 27 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, მაგრამ 28 თებერვალს ყინვა ისევ გაძლიერდება.
„ხვალ დღის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +7, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 27 თებერვლიდან ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს. მაქსიმალური ტემპერატურა მთიან რაიონებში +7, +10 გრადუსი დაფიქსირდება. ყინვა შესაძლებელია შენარჩუნდეს ლარსის გადასასვლელ ტერიტორიაზე -5, 0. დანარჩენ მაღალმთიან ტერიტორიაზე ბაკურიანი, გუდაურის, წალკის ტერიტორიაზე 27-ში უკვე შესაძლებელია იყოს სითბო. შედარებით თბილი ამინდი 28-შიც შენარჩუნდება. ღამით ყინვა ისევ მოსალოდნელია და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში გაძლიერდება. 28 თებერვალს დღისით აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია ნალექი, ბარში წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი“,_ ამბობს გვაზავა.