პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებს ეხმიანება, სადაც ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ხალხს ოპოზიციის ძველი სახეების დანახვა მობეზრდა.
“ხალხი იმიტომ არ გამოდის აქციებზე, რომ ოპოზიციაში ძველი სახეების დანახვა მობეზრდაო – დროდადრო წააწყდებით ასეთ მოსაზრებას.
ოღონდ “თქვენ” შიში გადალახეთ, რამეზე ხმა ამოიღეთ და:
– აღარც აქციებზე ვივლი;
– აღარც ტელევიზორში დაგენახვებით;
– აღარც ციხეში წავალ;
– აღდგომას ჩაქაფულსაც არ გავაკეთებ;
– ინგლისურ მანქანას საერთოდ აღარ ვიყიდი;
– ყველა ქოცს ზეინტელექტის მქონედ ვაღიარებ;
– არათუ ბიძინას, მიშა ქარელსაც აღარ შევაგინებ;
– სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ;
მეტი რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ? იქნებ, მართლა მოვიდეს კარგი დრო”, _ წერს ირაკლი ოქრუაშვილი.