ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
ამ დროისთვის ლანჩხუთში სულ დაფიქსირებულია 1604 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1504, გარდაცვლილია 16. აქტიურია ინფიცირების 84 შემთხვევა.