Eurekalert-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმის შესაძლებლობა, რომ მხედველობა დაკარგული ადამიანები კვლავ შეძლებენ რამის დანახვას სასწაულის ან თუნდაც სამეცნიერო ფანტასტიკის მსგავსია და ეს ყოველთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მეცნიერებისათვის.
მაგრამ ამჟამად მეცნიერებმა ბადურის იმპლანტი შექმნეს, რის საშუალებითაც უსინათლო ადამიანებს ხელოვნური ხედვის საშუალება ექნებათ.
”ჩვენი სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ უსინათლო ადამიანებს ხელოვნური ხედვის ფორმა მივცეთ ელექტროდების გამოყენებით, ბადურის უჯრედების სტიმულირებისთვის”, – ამბობს გეზი.
როგორც ცნობილია, ბადურის იმპლანტი მუშაობს კამერით აღჭურვილ ჭკვიან სათვალესთან და მიკროკომპიუტერის მეშვეობით.
სათვალეში არსებული კამერა საგნის მოხაზულობას აფიქსირებს და მონაცემებს სათვალეშივე მოთავსებულ მიკროკომპიუტერს გადასცემს. სისტემა ინფორმაციას სინათლის სიგნალებად გარდაქმნის, რომლებიც იმპლატნში არსებულ ელექტროდებზე გადაიცემა. ისინი კი თავის მხრივ ბადურაზე აგზავნიან სიგნალს და ადამიანი გამოსახულების შავ-თეთრ, გამარტივებულ ვერსიას ხედავს, რომელიც სინათლის წერტილებისგან შედგება.
„თითქოს ღამე, ცაში ვარსკვლავებს უყურებთ და თანავარსკვლავედების ამოცნობა უნდა ისწავლოთ“, – ამბობენ იმპლანტის შემქმნელები.