„დასავლეთ საქართველოში და მათ შორის გურიაში, დღეს იწვიმებს. მთაში შესაძლოა თოვა დაიწყოს, ითოვებს მაღალმთიან რაიონებშიც. ნალექის ინტენსივობა მოიმატებს დღის საათებში, საღამოს კი შესუსტდება“,_ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას თქმით, 8 მარტს ღამით გამოიდარებს და დღისით კვლავ არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა დაიკლებს, რის გამოც მოსალოდნელია მთაგორიან რაიონებში თოვლჭყაპი.
„რაც შეეხება 9 მარტს, ღამის საათებში შედარებით გამოიდარებს. 8-9-10 მარტის ღამეს ტემპერატურის დავარდნაა მოსალოდნელია 0-იდან -3 გრადუსამდე. 9 – 10 მარტს დღისით გამოიდარებს და მიუხედავად ღამის უარყოფითი ტემპერატურისა, დღისით 12 გრადუსამდე მოიმატებს, მაგრამ ამინდი კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, იწვიმებს, ტემპერატურა დაიკლებს, მაღალ მთაში გათოვდება, მაგრამ 12-13 მარტს უკვე შესაძლებელია მთაგორიანშიც გათოვდეს და თოვლჭყაპი იყოს. დღის ტემპერატურა მოსალოდნელია 3-8 გრადუსი სითბო. ეს კვირა არამდგრადია და ცივი ამინდებია მოსალოდნელი 14 მარტის ჩათვლით“,_ გვითხრა გვაზავამ