ფეისბუქში ლელა კაკულია ამონარიდს აქვეყნებს 2013 წლის წინასწარმეტყველებიდან, სადაც ამბობს, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება, მალე ქართულ პოლიტიკას შეცვლის.
„მეგობრებო,
გვსურს შეგახსენოთ ამონარიდი ლელა კაკულიას 2013 წლის წინასწარმეტყველებიდან, რომელიც ბევრ თქვენგანს ნამდვილად ემახსოვრება, ბევრისთვის კი შესაძლოა სიახლე იყოს.
მას ასე: 2013 წელი, 13 მაისი
ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ანუ დღევანდელი პოლიტიკური ვითარება, როგორც ადრე აღვნიშნე წინასწარმეტყველებებში, გარდამავალი რგოლია, რომელიც ძალიან მალე შეცვლის ქართულ პოლიტიკას, რასაც არავინ ელოდებით.
ეს ცვლილებები არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვის. მოდიან აბსოლუტურად სხვა პოლიტიკოსები, სხვა მინისტრები და მთელი მთავრობა. ამ ყველაფერს შეცვლის ერთი კაცი, ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ის, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში, აუცილებლად უნდა შეიცვალოს, თორემ შედეგები, გარწმუნებთ, იქნება ძალიან ცუდი.
ყველაფერი ეს ძალიან სწრაფად ამოტივტივდება ზედაპირზე, მოითხოვს აუცილებლად მოქმედებას და აი, ზუსტად აქ მოდიან „მეცნიერები“. მინდა აღვნიშნო, რომ ამ „მეცნიერების“ მცირე ჩანასახი დღეს უკვე არის საქართველოში, რასაც ადრე არ ვხედავდი.
დღეს ხალხს ისევ უჭირს. ორი პარტიის ჭიდილს მოთმინებით ადევნებს თვალყურს და კარგის მოლოდინის რეჟიმში არიან. მაგრამ მალე მობეზრდებათ „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ უაზრო ჭიდილი, ვინაიდან ხალხი ელის სწრაფ რეაგირებას მთავრობისგან ყველაფერზე. მაგრამ კოჰაბიტაცია საჭირა ევროპისა და ამერიკისთვის და ამ დიდ პოლიტიკურ თამაშში ბევრი ვერაფერს გებულობს.
[ამჟამინდელი] პრემიერის ფიგურა აჩერებს და მომავლის იმედს უსახავს ხალხს, მაგრამ რადგან მშიერ ადამიანს დაპურება უნდა, თუ დროს გაწელავ, ხალხი არ გაპატიებს, ვინც უნდა იყო.
ხალხს მიაჩნია, რომ მათი ცხოვრება ისევ ძველებურად მიედინება და არაფერი იცვლება. ეს ყველაფერი ჰგავს უძირო ქვევრს, რომელსაც, რამდენიც უნდა ყარო შიგ, მაინც ვერ ამოავსებ. არის ისეთი მოთხოვნებიც, რომლებსაც მთავრობა მართლა ვერ შეასრულებს და სოციალური პრობლემები უფრო და უფრო მატულობს. საბოლოო ჯამში მაინც ასრულდება, რაც ვიწინასწარმეტყველე წარსულში.
ვიმეორებ ჩემი ხალხის, ქართველების გასაგონად: მომავალში იქნება დიდი ცვლილებები, ჩემო ქართველებო, თქვენთვის, თქვენს სასიკეთოდ!
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ქართულ ტრადიციებს, წესებსა და ჩვეულებებს სხვა ტრადიციები ვერ ჩაენაცვლება. ქართული მიწა კი კვლავ ქართველებისაა. ახლა ამ თემზე, მიწებთან დაკავშირებით კი ლაპარაკობენ, მაგრამ მომავალში ეს ყველაფერი მოქმედებაში მოვა. მიწის მფლობელი უცხოელი ვერ იქნება. რაც უკვე გაყიდულია, იმას ქართველები გამოისყიდიან, ვინაიდან თავად უცხოელები ვერ გაჩერდებიან საქართველოში, თითო-ოროლას გარდა. სხვათა შორის, ამ თემაზე მე წლების წინ ვიწინასწარმეტყველე და ზუსტად ასრულდება ყველაფერი.
მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი ძველი პოლიტიკოსი შემოვა ახალ ქართულ პოლიტიკაში. ეს კარგია იმდენად, რამდენადაც მათი ცოდნა და პროფესიონალიზმი პოლიტიკაში მაღალ საფეხურებს იკავებს. მათი წყობიდან გამოყვანა, ან მცდარ გზაზე შეყენება მთავრობასაც და პარლამენტსაც ძალიან, ძალიან გაუჭირდებათ.
ისინი ყველასა და ყველაფერს ნიღაბს ჩამოხსნიან. ხალხი მიიღებს მათ, ვინაიდან პროფესიონალებად მიიჩნევენ. მით უმეტეს, რომ ხალხისთვის გასაგებ ენაზე საუბრობენ. ეს ძალიან საინტერესო მომენტია ახალ ქართულ პოლიტიკაში.
ისინი ასევე საშიში მოწინააღმდეგეებიც არიან პარლამენტისთვის, რომელთაც ყველაფერზე პასუხი აქვთ. ეს იქნება დიდი სანახაობა…“_ წერია Facebook გვერდზე.