თუ ისე მოხდა, რომ ქალთა მთავარ დღესასწაულზე მარტო ხართ და საყვარელი ადამიანი არ გილოცავთ, ეს შესანიშნავი შანსია იმისთვის, რომ 8 მარტი საკუთარ თავს დაუთმოთ.
ერთი დღით დაივიწყეთ დიეტები და მიირთვით ის, რაც გსურთ. მოამზადეთ თქვენი საყვარელი კერძი და მთელი დღის მანძილზე მიირთვით. შეგიძლიათ თუ არა შოკოლადის ტორტის ჭამა? რა თქმა უნდა, თან მთლიანი ტორტის მირთმევაც შესაძლებელია.
მოაწყვეთ “ბიუთი” დღე. გაიკეთეთ სახის ნიღბები, მიიღეთ რძის აბაზანა. სააბაზანოში აანთეთ სურნელოვანი სანთლები და ინებივრეთ.
განსაკუთრებული დროა ზაფხული. ამიტომ მოამზადეთ საგაზაფხულო სამოსი. რაც აღარ გჭირდებათ გადაყარეთ, ჩამოწერეთ სასურველი ნივთებისა და სამოსის სია.
ჩამოწერეთ თქვენი გეგმები, რომელსაც უახლოეს ვადაში შეასრულებთ, ეს კარგი მოტივაციაა თქვენთვის.
შეგიძლიათ მშობლიურ ქალაქში იქირაოთ სასტუმროს ნომერი, სადაც დილიდან მოგართმევენ საუზმეს, ჩაიტარებთ სპა პროცედურებს. რა შეიძლება იყოს ამაზე სასიამოვნო 8 მარტს.