ფოთის მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიის დეკანოზი, ანდრია მელია, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ გამართული დახურული სხდომის დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ გუშინ ეპარქიაში განვითარებული მოვლენები იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია.
ის მომხდარზე პასუხისმგებლობას ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მეუფეს, პეტრე ცაავას აკისრებს და აცხადებს, რომ ეპარქიის ეზოში შეკრებილი ჯგუფი, სწორედ მის მიერ იყო მართული.
„ეს არ იყო მრევლი, ეს იყო ქუთაისიდან მოყვანილი ერის ხალხი. იქ მყოფი ბიჭებიდან არცერთი არაა მრევლი. ეს იყო დანიშნული კრება და ჯგუფმა, რომელიც არის მოწინააღმდეგე მხარე, ასე ვთქვათ, პეტრეს მხარე, სასულიერო პირები, მათ ატეხეს დებოში შიგნით, ხოლო გარეთ ვინც იდგნენ, ვიღაც ყვიროდა ზემოთ ავიდეთო. შიგნით, მათგან ერთ-ერთმა ბერს დაარტყა ხელი და მგონი, პეტრე ღუდუშაურმა კარს დაარტყა ხელი და ამის შემდეგ ხალხი გადაცვივდა აივნიდან. მერე იხილეთ შეურაცხყოფა, ქუთაისიდან, თუ არ ვიცი, საიდანაც იყვნენ ჩამოყვანილები, გინებით და შეურაცხყოფით გამოგვატარეს, ისე, რომ ცემაც უნდოდათ ჩვენი. ასეთ დღეში ვიყავით. ღმერთმა ქნას, რომ, შენდობის კვირაა დაწყებული, და შეუნდოს უფალმა. იქნებ, მოვიდნენ აზრზე. ეს არ არის ქრისტიანული საქციელი, ეს არ არის გმირობა”, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია მელიამ.
წყარო: იმედინიუსი