ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 71 შემთხვევა.
ნატო ჯიბუტის ინფორმაციით, 71 ინფიცირებულიდან ჩოხატაურის „მედალფაში“ 16 ადამიანი იმყოფება, საკარანტინე სივრცეში 5, ბინაზე კი 50 ადამიანი მკურნალობს. რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, საშუალო სიმძიმისაა.