რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა („როსკომნადზორი“) სოციალური ქსელი Twitter-ის მუშაობის სიჩქარის შენელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას dw.com ავრცელებს.
უწყების განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ „ტვიტერმა“ რუსეთში აღიარებული აკრძალული კონტენტი საკუთარი ვებსაიტიდან არ წაშალა.
„რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის მიზნით და იმისთვის, რომ ინტერნეტსერვისი ვაიძულოთ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კანონმდებლობა დაიცვას, 2021 წლის 10 მარტიდან „ტვიტერთან“ დაკავშირებით, მიღებულია რეაგირების ზომები. კერძოდ, რეგლამენტის თანახმად, ნელდება მომსახურების სიჩქარე. შენელება გახორციელდება 100%-ით მობილური მოწყობილობებზე და 50%-ით სტაციონალურ მოწყობილობებზე“, – ნათქვამია „როსკომნადზორის“ განცხადებაში.