კალაძე აღარც „ოცნებას“ უნდა მერად და აღარც კალაძეს უნდა „ოცნებაში“, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, თბილისის მერმა ოპოზიციის მიმართ რიტორიკა შეცვალა.
„სანამ სუს-ი კალაძის გარემოცვის კორუფციულ სქემებს სწავლობს, თევზი კი ყველამ ვიცით, ყოველთვის თავიდან ყროლდება, თავად კალაძემ რიტორიკაც კი შეცვალა – ოპოზიციას და თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს „გამოქანება დახტომაზე“ აღარ ეპატიჟება.
ანუ აშკარაა, რომ თავის გადარჩენას, გამიჯვნას ცდილობს და რაც შეიძლება მეტი დივიდენდების მოგროვებას, მისი წასვლა გაქცევას რომ არ დაემსგავსოს.
რადგან, თუ ადრე პოლიტიკური კარიერა ჰქონდა და მუდმივად წინა პლანზე იყო, ახლა ზუსტად მიხვდა, რომ „ოცნებაში“ პირველი ვერასოდეს იქნება.
ჯერ ერთი, ივანიშვილს არ „უკადრებია“ მისთვის, რაც კობახიძემ „აკადრა“, ფინალში კი, შერჩა ღარიბაშვილი, ვისთანაც საკმაოდ მძიმე წარსული აკავშირებს. სწორედ კალაძეს და გახარიას შეთამაშებულ ტანდემს მიუძღვის უდიდესი წვლილი ღარიბაშვილის პირველად გადაყენებაში და იმიტომ…
მოკლედ, აშკარაა კალაძეს აღარ უნდა პოლიტიკაში რადიკალური მტრები, ხოლო გაბედავს თუ არა გამიჯვნას, ამას მალე ვნახავთ.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ ზოგადად, იქ ლიდერი რომ აღარ ჰყავთ რესურსულად, ეს მაშინ გამოჩნდა კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის რომ გაკეთდა არჩევანი.