პრეზიდენტს Tik-Tok-ის ანგარიში არასდროს ჰქონია _ ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერია.
“პრეზიდენტს არ აქვს და არც ჰქონია TikTok-ის ანგარიში. ინფორმაცია პრეზიდენტის TikTok-ზე დარეგისტრირებისა და ამ გვერდის შინაარსის შესახებ ყალბია!” _ წერია სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ტიკტოკის ანგარიშიდან გავრცელდა ვიდეო, სადაც სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის დაბადების დღის მოლოცვისთვის.