ამ წუთებში, ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა შეჩერდეს ჰესის მშენებლობა. მონაწილეთა თქმით, თუ არ შესრულდება მათი მოთხოვნები, ისინი თბილისში გადაინაცვლებენ და პარლამენტის შენობის წინ გამართავენ აქციას.