,,ჩატარებული სამი აუქციონის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ვერ გაყიდა, რის გამოც მეოთხე აუქციონი გამოცხადდა. ქონების საწყისი ფასი თითქმის 97 მლნ ლარია.“ _ ამის შესახებ განცხადებას ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
როგორც პირველი არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, პირველი აუქციონი 40 მლნ დოლარის საწყისი ღირებულებით, 2020 წლის 16 ივნისს მაქსიმალური, ერთთვიანი ვადით გამოცხადდა, თუმცა, დაინტერესებული მხარის არარსებობის გამო აუქციონი არ შედგა.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა განმეორებით აუქციონზე ქონება 10%-იანი ფასდაკლებით, 36 მლნ დოლარად გამოიტანა, მაგრამ აუქციონი კვლავ არ შედგა. უძრავი ქონება ფასდაკლების მორიგი 10%-იანი ბიჯით, 32,4 მლნ დოლარად მესამედ გავიდა აუქციონზე, თუმცა მყიდველი არც ამჯერად გამოჩნდა.
,,საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობას აშენებს. თბილისში, კოსტავას 68 ნომერში მდებარე უძრავი ქონება კი საჯარო შეთავაზებით, გასაყიდად აუქციონზეა გატანილი.
პირველი აუქციონი 40 მლნ. დოლარის (ეკვივალენტი ლარში) საწყისი ღირებულებით, 2020 წლის 16 ივნისს მაქსიმალური, ერთთვიანი ვადით გამოცხადდა, თუმცა დაინტერესებული მხარის არარსებობის გამო აუქციონი არ შედგა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა განმეორებით აუქციონზე ქონება 10%-იანი ფასდაკლებით, 36 მლნ. დოლარად (ეკვივალენტი ლარში) გამოიტანა, მაგრამ აუქციონი კვლავ არ შედგა.
უძრავი ქონება ფასდაკლების მორიგი 10%-იანი ბიჯით, 32,4 მლნ. დოლარად (ეკვივალენტი ლარში) მესამედ გავიდა აუქციონზე, თუმცა მყიდველი არც ამჯერად გამოჩნდა.
შემდგომ, დამძიმებული ეპიდვითარების და ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესების გამო, მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინა აუქციონის პროცედურები.
ამ ეტაპზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი აგრძელებს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინვესტორებისთვის შეთავაზებას. გამოცხადდა შესაბამისი აუქციონი – ქონება აუქციონზე 96 904 512 ლარის საწყისი ღირებულებით, აუქციონის მაქსიმალური, ერთთვიანი ვადით არის გატანილი.“ – წერია ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.