მაკა ასათიანის ვაჟმა (პირველი ქორწინებიდან მერაბ ჟორდანიასთან), კახი ჟორდანიამ, რომელიც შეიცარიის მოქალაქეა, 2018 წელს ნიდერლანდების საფეხბურთო კლუბის DEN BOSCH“ აქციების 99.9% 2.5 მილიონ ევროდ იყიდა და გადაიფორმა, თუმცა ნიდერლანდების საფეხბურთო ასოციაციამ მას უარი უთხრა მოტივით, რომ ფულის გათეთრების ეჭვი არსებობს.
ნიდერლანდური „დენ ბოსხისა“ და კახი ჟორდანიას გარიგება მწვავე დაპირისპირებით გაგრძელდა და სასამართლოში გადაინაცვლა. პროცესი 9 მარტს დაიწყო და 6,5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ამ სასამართლოზე კახი ჟორდანიამ თავისი ფული უკან დაბრუნებას ან საფეხბურთო კლუბის გადაცემა მოითხოვა, თუმცა კლუბს შემხვედრი პრეტენზიები და შესაბამისად, ფულადი კომპენსაციების მიღება აქვს მიზნად.
„ხანმოკლე არაოფიციალური ქორწინების შემდგომ, სწრაფი გაყრის პროცესი ოცნებების ნგრევა და ზღაპრული მომავლის დაბნელება დაიწყო; და ეს მას შემდეგ, რაც – 2018 წლის ივლისის ბოლოს, „დენ ბოსხმა“ საზეიმოდ გამოაცხადა კახი ჟორდანიასთვის კლუბის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ და ამბიციური გეგმების გაცხადების შემდგომ“.., – წერს ნიდერლანდური გამოცემა omroepbrabant.
ამავე ნიდერლანდური გამოცემის ცნობით, სასამართლომ მხარეებს შეთანხმების მისაღწევად ორი კვირა მისცა. თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, სასამართლო განაჩენს 9 ივნისს გამოიტანს. ამ ქვეყნის მედია წერს, რომ, კახი ჟორდანიას უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული. ის შვეიცარიის მოქალაქეა.
საიდან აქვს 24 წლის ახალგაზრდას მილიონიანი შემოსავლები? მედია წერს, რომ ახალგაზრდა მილიონერი რუსული ნავთობგადამამუშავებელი კომპანია „ოილ ენერჯი ჯგუფის“ მფლობელი და მმართველი იყო და ნავთობის ბიზნესში გამომუშავებულ თანხა ნიდერლანდურ კლუბში დააბანდა.
მაკა ასათიანის და მერაბ ჟორდანიას ვაჟებს ამ ქორწინებიდან, ბაბუების და მამის მხრიდან, საფეხბურთო “გენეტიკა“ აქვთ _ კახი ასათიანი, ლეო ჟორდანია, მერაბ ჟორდანია… მეორე ვაჟი, ლევან ჟორდანია ნიდერლანდური ერსტედივიზიონის “ეინდჰოვენის“ ფეხბურთელი იყო; 2019 წელს ძმის კლუბში გადავიდა; კლუბში გაუგებრობების შემდეგ, 2021 წლის დასაწყისში, ვენის “ავსტრიის“ (“აუსტრია-2“-ის) შემადგენლობაში; მედია წერს, რომ ამ კრიზისში მყოფი კლუბის პრეზიდენტად, შესაძლოა მერაბ ჟორდიანია დაინიშნოს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც „ვარდების რევოლუციის“ ახალმა ხელისუფლებამ დააპატიმრა. ჟორდანიამ 700 ათასი ლარი გადაიხადა და თავისუფლება დაიბრუნა, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა დათმო.