არჩევნებზე ეუთო/ ოდირის მიერ დადებული შეფასების რევიზიისთვის ნამდვილად არ დაუბარებია ბორელს ღარიბაშვილი, შესაბამისად ახალიც არაფერი თქმულა, ამიტომ სულ ტყუილა არიან „ოცნებაში“ აჟიტირებული ბორელის განცხადებებით, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
“თუმცა, მათი უბედურება ის არის, რომ თავადაც ილუზიაში ცხოვრობენ, ხალხსაც ილუზიაში აცხოვრებენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში კი, ყოველდღიური სამოქმედო გეგმაც კი არ დაუდიათ.
ოპოზიციის სერიოზული დანაშაული ის არი, რომ ხალხს არ ვეხმარებით ამ ურთულეს პროცესში და ჯერაც არ გაგვიჟღერებია რას ვთავაზობთ თუნდაც ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხალხი ღატაკდება და ხვალინდელი დღის უიმედობაა ყველგან…
ამიტომ, რაც უფრო მეტი ეკონომიკური პრობლემა და მისი გადაჭრის გზები იქნება გაჟღერებული, მით უფრო აქტიურად ჩაერთვება ჩვენი ამომრჩეველი ამ კრიზისის მოგვარებაში.
თუმცა, სანამ ნიკა მელია ზის, “ოცნებასთან“ მოლაპარაკების გაგრძელება კომპრომისებზე წასვლას უფრო ნიშნავს, _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.