ხურვალეთში, სოკუპაციის ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.
დათა პაპა ხურვალეთის ის მცხოვრები იყო, რომელსაც ომის შემდეგ სახლი არ დაუტოვებია. ის ხშირად ეკოტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს, ასევე ადგილზე არსებულ სიტუაციას აწვდიდა მედიასაც. ის მთელმა დასავლურმა სამყარომ გაიცნო და მასზე დასავლური მედია ხშირად წერდა.
დათა პაპა, იყო რუს ოკუპანტებთნ ბრძოლის ერთ-ერთი და გამორჩეული სიმბოლო. დათა ვანიშვილი ოკუპანტებმა ამის გამო არაერთხელ დააკავეს.
გარდაიცვალა ისე, რომ მავთულხლართებიდან ვერ გაათავისუფლა საკუთარი სახლი.