ოზურგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 8 ტესტი ჩატარდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
როგორც ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ბოლო 24 საათში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ამ დროისთვის, ოზურგეთში სულ კორონავირუსზე ჩატარებულია 26 364 ტესტი საიდანაც დადასტურებულია ინფიცირების 3310 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3210 ადამიანი, გარდაცვლილია 31.