ეს კითხვა განსაკუთრებით ხშირად ისმის იმ დროს, როცა ნათესავები, ახლობლები იკრიბებიან და ყველა თქვენი პირადი ცხოვრებით ინტერესდება. ფსიქოლოგები ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე რჩევას იძლევიან.
სარკასტული გზით აგრძნობინეთ კითხვის ავტორს, რომ უტაქტოდ იქცევა და მოურიდებლად იჭრება თქვენს პირად სივრცეში. შეგიძლიათ თქვათ: „მგონი აქ რაღაც დაძვრება და ჩემს სამოსში შემოძრომას ცდილობს“ – კითხვის ავტორი მალევე გაგეცლებათ.
თუ ვინმე ინტერესდება იმით, თუ რატომ არ ქორწინდებით, პასუხის გაცემის ნაცვლად, დაუსვით კითხვები საკუთარ პირად ურთიერთობაზე. ნახავთ, რომ თავად გაგეცლებათ.
მკაცრი მზერით და ტონით უთხარით მას, რომ ეს ძალიან პირადული საკითხია.
უთხარით კითხვის ავტორს, რომ არ გინდათ ამ თემაზე საუბარი, რომ არ არის თქვენს პირად ცხოვრებაზე საუბრის დრო და ადგილი, რომ მსგავსი კითხვები თავს გაბეზრებთ.
თუ თავს მაინც არ განებებენ, უბრალოდ იყავით გულწრფელები. უთხარით, რომ ჯერ ვერ შეხვდით თქვენს შესაფერ პარტნიორს.