https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პარასკევის ლოცვა ნიგვზიანის მეჩეთში კორონავირუსის დროს

13:03; 24.03.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

შესავალი

გურული ვარ, თან პროფესიით ჟურნალისტი, მაგრამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ნამყოფი არ ვიყავი. პირველად 2012 წელს ჩავედი და ეს ჩასვლა სოფლის მონახულების სურვილს, სამწუხაროდ, არ უკავშირდებოდა. მაშინ ნიგვზიანში მძიმე დღეები იდგა. ერთმანეთს მუსლიმი და ქრისტიანი თემი დაუპირისპირდა. მიეცემოდა თუ არა მუსლიმ მრევლს საკუთარ სამლოცველოში ლოცვის უფლება – კონფლიქტის მთავარი საკითხი სწორედ ეს იყო. 2012 წლის მოვლენის შემდეგ 8 წელი გავიდა. სოფელში ახლა მეორედ წელს ჩავედი. პირველი რაც შევამჩნიე, პირველი ჩასვლის შემდეგ, უცვლელი დამხვდა _ მეჩეთისკენ მიმავალი დაზიანებული გზა. როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, მისი რეაბილიტაცია წელს უნდა დაიწყოს. პარასკევის ტრადიციული ლოცვის დაწყებამდე მუსლიმების სალოცავში ოთხი ადამიანი დამხვდა. 14 საათისთვის კი, დაახლოებით, 150-მდე ადამიანმა მოიყარა თავი და ლოცვა კორონავირუსის რეგულაციების სრული გათვალისწინებით შეასრულეს.

ლოცვა კორონავირუსის დროს

2014 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC,) გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ეწერა, რომ სოფელში სიტუაცია სტაბილური გახდა და ქრისტიანები და მუსლიმანები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. მართლაც, აღმოჩნდა, რომ წლების გასვლასთან ერთად ვითარება კიდევ უფრო მშვიდი გახდა. არჩილ კახაძე ნიგვზიანის მეჩეთის იმამია. ის მეუღლესთან ერთად სოფელში 30 წელზე მეტია, რაც ცხოვრობს. ‘’გურია ნიუსთან’’ საუბრისას ის ამბობს, რომ სოფელში ორი თემი მუსლიმები და მართლმადიდებლები თავიანთ სალოცავებში უპრობლემოდ ლოცულობენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში, მაღალმთიან აჭარიდან, გასული საუკუნის 80-იან წლებში გადადიან საცხოვრებლად.

არჩილ კახაძე: “2012 წლის შემდეგ ნამდვილად დიდი წინსვლა შეინიშნება, როგორც იქნა, ერთმანეთს გავუგეთ ადამიანებმა და ჰარმონიულად გავაგრძელეთ ცხოვრება. მინდა ვთქვა, რომ გასაყოფი არაფერი გვაქვს, ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, ერთმანეთი უნდა დავაფასოთ, ის ლაქა, 2012 წლის მოვლენების სახით, ყველამ უნდა დავივიწყოთ და ასეც არის. შევძელით დავიწყება. ღმერთს მადლობა, რომ დღეს ყველაფერი კარგად არის. 2012 წლის იმ მოვლენების გარდა სხვა დაპირისპირება არასდროს გვქონია, არც ადრე და არც მერე. დღეს თბილი ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, ხალხმა უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო, თუ რას ნიშნავს მუსლიმი, რას ნიშნავს მართლმადიდებელი. მეტი გაიგეს პარასკევის ლოცვის შესახებ, მეჩეთის შესახებ სწორი ინფორმაცია მიიღეს და რაც მთავარია, ერთმანეთის მიმართ გაუჩნდათ პატივისცემა და ნდობა. მთავარი პრობლემა ჩვენთვის ახლა ის არის, რაც მთელი მსოფლიოსთვის: კორონავირუსი… პანდემიას ერთად ვებრძვით. ლოცვით, ვედრებით, წესების დაცვით თუ სხვა ფაქტორებით ამ პრობლემასაც დავძლევთ და ვირუსს დავამარცხებთ. ერთი წელია, უკვე პანდემიის რეჟიმში ვართ, მაგრამ წესების და რეკომენდაციების დაცვით ვმოქმედებთ, ამიტომ, სალოცავში დაინფიცირების ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა. ყოველ პარასკევს 150-200 ადამიანი იკრიბება სალოცავად. ისინი, როგორც წესი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებნი არიან, თუმცა ხანდახან შეიძლება გზად მიმავალ მუსლიმს მოუსწროს ლოცვის საათმა და ასეთი ადამიანიც შემოგვიერთდეს.

ლადო სურმანიძე, მუსლიმი თემის წინამძღვარი: ჩემი ოჯახი სხალთის ხეობიდან, სოფელ ფაჩხადან არის, მე 32 წელია აქ ვცხოვრობ. ვასრულებ ღვთისმსახურებას, ეს ისეთი რამ არის, რაც უნდა მინდოდეს, სიტყვებით ვერ აღვწერ. როცა ადამიანი დღის მანძილზე ხუთჯერ დაიჩოქებს ალაჰის წინაშე და მსოფლიოსთვის, სამშობლოსთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის მშვიდობას შესთხოვს, ეს არის ენით აღუწერელი რიტუალი. ალაჰი ყოველთვის შეისმენს ჩვენს ვედრებას, მას ესმის ჩვენი გულწრფელი სიტყვის. კორონავირუსის პირველი ტალღის პერიოდში, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა, ჩვენც შევაჩერეთ მასიური ლოცვა. დაახლოებით 5 ადამიანი ვასრულებდით ღმრთის მსახურებას, მაგრამ მერე მუსლიმი თემის ლოცვაზე დასწრება ყველა წესის და კანონის დაცვით გაგრძელდა. პარასკევის ლოცვა რა არის? – ალაჰისგან ჩვენთვის ნაბოძებია დღეში ხუთჯერ ლოცვა, რომელმაც მუსლიმმა თემმა აუცილებლად უნდა შეასრულოს.

გულნაზი

გულნაზი კახაძე მეუღლესთან არჩილ კახაძესთან ერთად სოფელ ნიგვზიანში 30 წელზე მეტია ცხოვრობს.

გულნაზი კახაძე: ნამდვილად შეიცვალა ყველაფერი, ვერც კი ვიჯერებ, რომ ასე დალაგდა ჩვენი ურთიერთობები სამეზობლოსთან. ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა ერთმანეთს ვეხმარებით სხვადასხვა სამეურნეო საქმეში. ბევრმა ქრისტიანმა ისურვა, რომ ჩვენი სამლოცველო შიგნიდან ენახათ, რა თქმა უნდა, ნება მივეცით. ჩვენ მადლობას ვწირავთ ღმერთს იმისთვის, რომ ჩვენმა მეზობლებმა საბოლოოდ სწორად დაგვინახეს და შეგვაფასეს. დიასახლისი ვარ, მაჭანკლობით შევქმენით ოჯახი. ახლა ბავშვებს რომ ველოდებით, როდის მოგეხსნებათ მათი პირადი ცხოვრების ამბავს, მაშინ ასე სად იყო.

ჩვეულებრივი გლეხური ოჯახი შევქმენით. 18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი და სწავლა ვერ მოვასწარი. სამაგიეროდ, მინდა ჩვენმა შვილებმა ისწავლონ. ორივე, გოგონაც და ბიჭიც სტუდენტები არიან და ძალიან მახარებს ეს ამბავი. მათ უნდა აინაზღაურონ ყველაფერი, რაც მე და ჩემს ქმარს დაგვაკლდა. პარასკევის ლოცვას ანუ ყოველკვირეულ ბაირამობას მამაკაცები ჯგუფურად ასრულებენ ხოლმე. ხუთი დროის ანუ ნამაზის ლოცვას ჩვენ, ქალები ვაგვიანებთ, მამაკაცები შუა ლოცვაში რომ არიან, ჩვენ სახლში მაშინ ვიწყებთ ლოცვას. პარასკევს სახლში ვლოცულობთ. სხვა დღეებში კი შეგვიძლია სამლოცველოში, სპეციალურად ჩვენთვის განკუთვნილი ოთახიდან მოვუსმინოთ ლოცვას. ისე კი დავდივართ, ჩვენს წმინდა სახლს ვალაგებთ და ვუვლით. რწმენა ისეთი რამეა, მაგის ახსნა ძალიან რთულია. არა აქვს მნიშვნელობა, ქრისტიანი ხარ თუ მუსლიმანი თუ ჭეშმარიტად გწამს, რელიგიური რიტუალების შესრულება სიამოვნებას განიჭებს. ამ დროს ცდილობ მეტი გააკეთო, რომ იმ ქვეყნად როცა წავალთ, უფლის წინაშე თავი დასახრელი არ გვქონდეს. აქ უნდა ვიშრომოთ ჩვენი შეცდომების გამოსწორებისთვის, რომ იქ უნაკლოები წარვდგეთ და ის სიამოვნება დავიმსახუროთ, რომელიც იმ ქვეყნად არის.

ორი რელიგიის ოთხი წარმომადგენელი

დავით შაინიძე, მუსლიმი მრევლის წარმომადგენელი: “20 წელზე მეტია გურიაში ვცხოვრობ, ხულოდან ვარ წარმოშობით. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს მეზობლებთან, ამ სოფელში მცხოვრებლებთან. მამაჩემი სულ ლოცულობდა და მეც ავყევი, მეც სულ ვლოცულობ. არავის დაუვალებია ან დაუძალებია ეს პროცესი. ჩემთვის ლოცვა ძალაა, მთელი ცხოვრებაა ვლოცულობ და ვმუშაობ. როცა ჯუმაზე მოვდივარ, ეს სხვანაირი დღეა. რაც უნდა ხდებოდეს, ლოცვას არაფრით გავაცდენ, ავად ვარ თუ კარგად, მაინც მოვდივარ.

როინ ქამადაძე, მუსლიმი თემის წარმომადგენელი: “ადამიანი ადამიანობით უნდა დავაფასოთ, მნიშვნელობა, არ აქვს რომელი რელიგიის წარმომადგენელია. მთავარია, ურთიერთგაგება გვქონდეს. ახალგაზრდები ხშირად დადიან პარასკევის ლოცვაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უზენაესი ალაჰის ბრძანებაა, რომ პარასკევს დღეს ლოცვის რიტუალი ხალხთან ერთად, ჯგუფურად უნდა შესრულდეს. ერთად ლოცვას უფრო დიდი ძალა აქვს. როგორც იტყვიან, ძალა ერთობაშია.

“ სოფელში ახალი სკოლა გაკეთდა, ბაღი გაკეთდა, სანიაღვრე არხებიც მოაწესრიგეს. დაპირებაა, რომ გზის რეაბილიტაციაც მოხდება, მოსახლეობა აქ ძირითადად სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს. უკვე დავთესეთ კარტოფილი, გვაქვს თხილის ბაღები და გვყავს შინაური ცხოველები“.

ამირან დობორჯგინიძე, სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი: ნიგვზიანში, წლების წინ ერთი სახის რელიგია იყო, ხოლო შემდეგ გარკვეული რაოდენობის ოჯახები აჭარიდან გურიაში ჩამოსახლდა. ვფიქრობ, რომ მოსახლეობა ადაპტირების პროცესს გადიოდა და დაპირისპირებაც 2012 წელს სწორედ ამან გამოიწვია. ახლა მთავარი არის ის, რომ ორივე რელიგიის მრევლმა მოახერხა ერთმანეთთან დაახლოება. ჩვენ უკვე თავისუფლად შეგვიძლია ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ. სკოლაში რელიგიის კუთხე გვქონდა მოწყობილი. მუსლიმი ბავშვების უფლებები რომ არ დარღვეულიყო, ავიღეთ. სოფლის ცენტრში არის ორივე მრევლისთვის სალოცავი და ვისაც სადაც სურს, იქ შეუძლია ილოცოს. ყველა თავისუფალია მის არჩევანში. ნიგვზიანის სკოლაში 220 მოსწავლეა, ყველანი ვცდილობთ, ბავშვებს ერთმანეთთან სიახლოვეში დავეხმაროთ. ისინი ერთმანეთის მეგობრები და ახლობლები არიან. ვამაყობ, რომ იმ სკოლაში, სადაც მე ვარ დირექტორი, ორი სარწმუნოების ბავშვები არიან და მათ ჰარმონიული ურთიერთობები აქვთ. ორივე რელიგიური მრწამსის მოსწავლეებს ვულოცავთ თავიანთ დღესასწაულებს, მეც და პედაგოგებიც. რწმენის არჩევანში ადამიანი თავისუფალია და ეს თავისუფლება ხელშეუხებელი უნდა იყოს. ვფიქრობ, 2012 წლის კონფლიქტიდან ადამიანებმა ბევრი რამ ვისწავლეთ, განსაკუთრებით კი ერთმანეთის და სხვა რელიგიის პატივისცემა.

მამა ირაკლი, სოფელ ნიგვზიანის  წმიდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახური: მე პირადად წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვარი უკვე 7 წელია ვარ. როცა სოფლის ტაძარში მივედი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ს კურთხევა იყო, რომ ნიგვზიანში მშვიდობა დამყარებულიყო და დაპირისპირება აღარ გაგრძელებულიყო. ნიგვზიანი დიდი სოფელია და გადავწყვიტე მრევლთან ახლო ურთიერთობა მქონოდა. სასულიერო პირებთან ერთად დავდიოდი სოფლის უბნებში და აქტიურად ვსაუბრობდით სხვადასხვა საკითხზე. ვსაუბრობდით იმაზეც, რომ მუსლიმ მრევლსაც ზუსტად ისეთივე უფლებები ჰქონდა, როგორიც ქრისტიანებს. მინდა ვთქვა, რომ სოფლის ცენტრში არის დედათა მონასტერი, რომელიც სასმელი წყლით მეჩეთის ტერიტორიიდან სარგებლობს. ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები და ერთმანეთთან უნდა ვმეგობრობდეთ და კიდევაც ვმეგობრობთ. ღვთის ნებით, ეს ასეც მოხდა. 2012 წლის და 2021 წლის ნიგვზიანს შორის მართლაც დიდი უფსკრულია. კარგად იგრძნობა ისიც, რომ აქ მცხოვრებმა ადამიანებმა ამ უფსკრულში დატოვეს აგრესია, კომპლექსები, ყოველივე უცხოს შიში და დღეს ერთმანეთის პატივისცემით, მშვიდად თანაცხოვრობენ. ამის ნათელი სიმბოლო სოფლის ცენტრში მდებარე დედათა მონასტერია, რომელიც სასმელი წყლით მეჩეთის ეზოდან მარაგდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო დარბაზის“ თანადამფუძნებელი ზაზა მიქელაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ყურადღებას ამახვილებს, თუ რა როლი უნდა ითამაშონ ორი რელიგიის მრევლისთვის პრობლემის ბოლომდე ამოწურვაში სახელმწიფომ, საზოგადოებამ და სასულიერო პირებმა.

სახელმწიფო: სახელმწიფოსთვის მთავარი მექანიზმი, ბერკეტი იმისა, რომ კონკრეტულ ჯგუფებს შორის რაიმე ფორმით დაპირისპირებები იქნეს თავიდან აცილებული, არის შემდეგი: სახელმწიფომ პრობლემების არსებობა უნდა აღიაროს და შეაფასოს სამართლებრივ და პოლიტიკურ ჭრილში. ეს უნდა იყოს სისტემური და ემსახურებოდეს კონფლიქტების ტრანსფორმაციას. ჩემი შეფასებით და ზოგადად დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე სახელმწიფო ვალდებულია ჰქონდეს რელიგიური ნეიტრალიტეტი, საქმეში ჩართვის დროს არ იყოს რომელიმე კონკრეტული ჯგუფის მიმართ ემოციურად მიბმული და ჰქონდეს თანასწორი მიდგომა ყველა კონფესიასთან მიმართებაში. აუცილებელია ჰქონდეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია მოქალაქეებს შორის ურთიერთობის აღდგენისა და მშენებლობის კუთხით. როცა სახელმწიფო აღიარებს თანასწორობის პრინციპით ყველას ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ და არ დატოვებს უსამართლობის განცდას, რომ არსებობს პირველი და მეორე ხარისხის მოქალაქეები, ბუნებრივია, მაშინ დაიწყება სახელმწიფოს ინსტიტუტების მიმართ მოქალაქეების მხრიდან ნდობის აღდგენის პროცესი. დაპირისპირების დროს ასევე, მას ექნება ლეგიტიმაცია ჩაერთოს, როგორც კონფლიქტის ტრანსფორმაციის მთავარი წყარო, ის შეძლებს ესაუბროს თავის მოქალაქეებს მშვიდობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს უშუალოდ თემში მუშაობა შესაბამისი უწყებების მიერ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. აღნიშნული უზრუნველყოფს ადამიანებს შორის, ადგილობრივ სივრცეში, იმ საერთო პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას, რომელიც სოფელს, თემს შეიძლება ერთნაირად აწუხებდეს. ანუ ეს იყოს საერთო პრობლემა მათთვის. შესაბამისად მსგავსი მიდგომა საზოგადოებას შეუქმნის ისეთი სივრცეს, სადაც ისინი შეძლებენ საერთო პრობლემებზე გაამახვილონ ყურადღება, რაც შესაძლოა იყოს სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა  სახის. მაშინ, როცა საერთო პრობლემები საზოგადოებაში იჩენს თავს, შესაძლოა კონფლიქტის მიზეზები, რომელიც განმასხვავებელი ფაქტორებიდან მომდინარეობს უკანა პლანზე იყოს გადაწეული და ნდობის აღდგენას შეეწყოს ხელი. ამრიგად, რომ შევაჯამოთ, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა იყოს ერთის მხრივ თანასწორ მიდგომაში საზოგადოების ნებისმიერი წევრის მიმართ. მას ჰქონდეს გრძელვადიანი ხედვა და მშვიდობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით უზრუნველყოს პროცესების წარმართვა, ამასთანავე, კანონის უზენაესობასთან ერთად ფიქრობდეს დღის წესრიგში დამდგარი დაპირისპირების მიზეზების ანალიზზე დაყრდნობით კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე, რომელიც შედეგს გამოიღებს და ადგილობრივ სივრცეში ყოფით საკითხებსაც კი მოაგვარებს.

საზოგადოება: რაც შეეხება საზოგადოების საკითხს _ საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ თვითონ შეძლონ ერთი მხრივ ერთმანეთის თვალით დაინახონ სამყარო, ერთმანეთის თვალით ნახონ რას ნიშნავს, როცა შენ გექცევიან ისე, როგორც არ გინდა რომ შენ გექცეოდნენ, ისე ექცევი შენგან განსხვავებულს, როგორც არ გინდა, რომ ის მოგექცეს შენ. განცდა იმისა, რომ ,, ჩვენ“ და ,,თქვენ“ ვართ უნდა შეძლოს და აღმოფხვრას საზოგადოებამ უფრო მჭიდრო კომუნიკაციით, უფრო მეტი ამტანობით, გაგებით და კავშირით ერთმანეთთან, რაც, ასევე საერთო პრობლემებზე ყურადღების გამახვილების კუთხით მათ მისცემს შესაძლებლობას განმასხვავებელი ნიშნები, რაც შეიძლება არსებობდეს საზოგადოების ამ ჯგუფებს შორის იქნას სხვა რაკურსით დანახული და უფრო მეტად უზრუნველეყოთ არა განცალკავება, არამედ მშვიდობის და კომუნიკაციის გამყარება საზოგადოების ამ რგოლებს შორის, თავად საზოგადოებრივი, სოციალური სტაბილურობისათვის. მე ძალიან კარგად მესმის, არსებობს გარკვეული ტიპის სენსიტიური საკითხები რელიგიური, ეთნიკური, ნაციონალისტური და სხვა და სხვა მიმართულებით, თუმცა, აუცილებელია საზოგადოებამ შეძლოს ემოციის ნაცვლად ერთმანეთის დანახვა, ერთმანეთის საჭიროების აღიარება და ამით იმ მომავლის შექმნა და უზრუნველყოფა, რომელიც მათ შეუქმნით უკეთეს თანასწორ  სივრცეს. ძალიან მნიშვნელოვანია ის პოზიტიური გამოცდილებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს გარკვეულ ინდივიდებს შორის ურთიერთობაში ან ისტორიაში, რომელიც ჩვენ არაერთ დასახლებაში გვქონდა, ამ საკითხების წინა პლანზე წამოწევა. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, როცა ადგილობრივ მუსლიმებსა და ადგილობრივ ქრისტიან მოსახლეობას შორის სამლოცველოების მშენებლობის დროს იყო ერთმანეთთან გაზიარების, თანამონაწილეობის შემთხვევები. ერთმანეთის სამლოცველოებს აშენებდნენ ისინი. ასევე ის გამოცდილებები, რომლებიც დღესაც შეიძლება არსებობდეს, როცა ეკლესიის მშენებლობაში მუსლიმები არიან ჩართულები ან მეჩეთის შენებაში მართლმადიდებელი სასულიერო პირები. ამ ფაქტების შესახებ ცნობადობის ამაღლება ხელს შეუწყობს იმას, რომ ადამიანებმა ერთმანეთის დანახვა შეძლონ  არა როგორც პოტენციურმა მტრებმა, არამედ, როგორც ერთი სივრცისა და საზოგადოების წევრებმა, სადაც ისინი შეძლებენ უკეთესი გარემოს შექმნას და უზრუნველყოფენ იმ კავშირების ჩამოყალიბებას, რომელიც უმნიშვნელოვანესია.

სასულიერო პირები: ძალიან დიდი როლი ენიჭება სულიერ ლიდერებს, ზოგადად რელიგიას, რადგან ისინი არ უნდა გახდნენ მთავარი სიძულვილის წყაროები, პირიქით,  პოზიტიურ როლს უნდა ასრულებდნენ, უნდა გახდნენ მოტივატორები დანარჩენი ადამიანებისთვის, სულიერი სივრცის მკვებავები, რომ არ გახდეს რწმენით სენსიტიური საკითხები დაპირისპირების მთავარი საფუძველი. მათ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია. მე მიმაჩნია, რომ რელიგიებსა და სასულიერო პირებს შორის მჭიდრო კომუნიკაცია შექმნის შესაძლებლობას ერთმანეთის აღიარებისა, მათ შორის კავშირის იმ საფეხურზე ასვლისა, რომელიც ნდობას აღადგენს და განავითარებს ერთ საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფს შორის. ეს იქნება მაგალითი თითოეული სასულიერო პირისა მრევლისათვის, რომ თურმე შესაძლებელია ადამიანებს, ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრებს ჰქონდეთ მჭიდრო კომუნიკაცია, საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით. თუ ჩვენ ყოფით დონეზე, სხვადასხვა სივრცეში, შეიძლება გვქონდეს კავშირი და რადგან ადამიანობის ნაწილია თავად რელიგიაც, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა განმტკიცდეს ურთიერთობა და ნდობა. ეს არის კომპლექსური საკითხი. სახელმწიფოს თავისი პასუხისმგებლობა აქვს, საზოგადოებას-თავისი. ამასთანავე პასუხისმგებლობა ენიჭება რელიგიურ,  საგანმანათლებლო და აკადემიურ სივრცეებს. აკადემიურმა სივრცემ უნდა უზრუნველყოს წარმოაჩინოს არსებული პლურალიზმი და მას მისცეს პოზიტიური შემეცნების სახე, რომელიც არ შექმნის რაიმე ფორმით სიძულვილის ენას რაიმე ნიშნით ერთმანეთისგან განსხვავებულობის მიმართ. აკადემიურმა სივრცემ მეცნიერულად და რაციონალურად უნდა შეძლოს ყველაფრის ანალიზი, რომელმაც უნდა შეუქმნას საფუძველი ამ სივრცეში მოღვაწე ადამიანებს ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ მეტი ცოდნა და ქვეყანაში რეალური ისტორიული პროცესებიდან დღევანდელობამდე არსებული მრავალფეროვნების ანალიზით, მისი დადებით მხარეები წარმოაჩინონ სკოლებში თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური კულტურული გარემოს შესაქმნელად. მე საკითხს ვხედავ სისტემურად. ვერც მხოლოდ სახელმწიფო, ვერც მხოლოდ საზოგადოება, ვერც მხოლოდ რელიგია და ვერც ცალკე აღებული აკადემიური სივრცე ვერ შეძლებს არსებული გამოწვევების მოგვარებას. კომპლექსურად, მასშტაბურად, სისტემურად პრობლემების აღიარების ფონზე, ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ფართო მასშტაბიანი ჩართულობითა და თანამონაწილეობის პრინციპის დაცვით უნდა იქნას გადაწყვეტილი და მოგვარებული ნებისმიერი საკითხი.

დასასრული

საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 11. თანასწორობის უფლება

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.

,,მასალა მომზადდა პროექტის “ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი STRIVE Global program-ის ფარგლებში ახორციელებს”.

გიორგი გირკელიძე

ავტორი

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რა უნდა გაკეთდეს

14:34; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

12:01; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რატომ გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურიასა და აჭარაში 55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობის ტენდერი

11:12; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენი დაზიანდა”

09:54; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ყურადღებით იყავით!”- პედიატრი მშობლებს მიმართავს

09:42; 5 დეკემბერი, 2025

იშვიათი სანახაობა ულურუში

ახალი კანონი რუსეთში - პუტინს პრეზიდენტობა კიდევ 2 ვადით შეეძლება

ყველა სიახლე

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რა უნდა გაკეთდეს

14:34; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი

14:23; 5.12.2025
პოლიტიკა

“დრო ჩვენთვის კი არა, თქვენთვის აითვალეთ”- კუპრაძე პაპუაშვილს

14:08; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა

13:16; 5.12.2025
სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

13:02; 5.12.2025
საზოგადოება

სეს-მა რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

12:01; 5.12.2025
სამართალი

გიორგი სახოკია: პოლიციამ ბოლო 48 საათში 75 პირი დააკავა

11:47; 5.12.2025
საზოგადოება

რატომ გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურიასა და აჭარაში 55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობის ტენდერი

11:12; 5.12.2025
სამართალი

დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

10:23; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც 2026 წელს ფინანსურ ჯეკპოტს მოიგებენ

10:17; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
საზოგადოება

“ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენი დაზიანდა”

9:54; 5.12.2025
საზოგადოება

“ყურადღებით იყავით!”- პედიატრი მშობლებს მიმართავს

9:42; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9:14; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო