ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ესაა მოცემულობა. რომელი ვარიანტიც არ უნდა განვიხილოთ, ეს არის მოცემულობა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების შესრულება, რაც ოპოზიციას აქვს, შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ისინი პლებისციტსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ, მაგრამ მოცემულობაა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. რაც ჩვენი მხრიდან ითქვა, ულტიმატუმი კი არა, მოცემულობაა. ულტიმატუმებით საუბრობს ოპოზიცია, ჩვენ – იმ პოლიტიკურ მოცემულობაზე, რომელიც არსებობს. ეს მოცემულობა გულისხმობს, რომ არცერთ შემთხვევაში, არ იქნება ვადამდელი არჩევნები“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.